“აშშ  ირანის შესაძლო საპასუხო დარტყმისთვის ემზადება”- მედია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის მხრიდან შესაძლო შურისძიებისთვის ემზადება. ინფორმაციას, NBC News ავრცელებს. ამავე ცნობით, პენტაგონის ორმა წყარომ და თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადეს, რომ მომდევნო 48 საათი განსაკუთრებით საფრთხილოა.

წყაროების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, დაესხმება თუ არა თავს ირანი აშშ-ის ობიექტებს საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით თუ ორივე მიმართულებით, აშშ-ის მიერ მის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების საპასუხოდ.

ამერიკის სამხედრო ბაზები საზღვარგარეთ თვეების განმავლობაში განსაკუთრებულ მზადყოფნაში არიან.

 

 

მსგავსი თემები