თურქეთში აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმა შესაძლოა გლობალურ კონფლიქტად გადაიქცეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად გადააქციოს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარა ღრმად შეშფოთებულია თავდასხმების შესაძლო შედეგებით.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული დავის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია.

მსგავსი თემები