ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინს შეხვდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ მოსკოვში ჩაფრინდება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ის პუტინთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს. არაღჩის თქმით, აშშ-მა აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთა.

„მათ მხოლოდ მუქარისა და ძალის ენა ესმით“ – აღნიშნა არაღჩიმ.

მსგავსი თემები