ირანის სარაკეტო იერიშების შედეგად ისრაელის საავადმყოფოებში 86 ადამიანი მიიღეს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანის სარაკეტო იერიშების შედეგად საავადმყოფოებში 86 ადამიანი მიიღეს.  აქედან ორი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დადებითად ფასდება.

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელა.

ირანული მედიის მტკიცებით, ირანის ბოლო საჰაერო დარტყმების მთავარი სამიზნეები იყო ბენ გურიონის აეროპორტი, ისრაელის ბიოლოგიური კვლევითი ცენტრი, ლოგისტიკური ბაზები და სამეთაურო და კონტროლის ცენტრები.

მსგავსი თემები