ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ხვალ მმართველი საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
„ირანში საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, ვიწვევ ხვალ მმართველთა საბჭოს საგანგებო სხდომას“, -დაწერა რაფაელ გროსიმ X-ში.
ამასთან, ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მუმად ესლამმა წერილობით მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების გამოძიება მოითხოვა. როგორც მის წერილშია ნათქვამი, თეირანი სააგენტოსთან აშშ-ის ქმედებების დაგმობას ითხოვს.