„ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში”- ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტაევას  „შესანიშნავი სამხედრო წარმატება“  უწოდა. მისი განცხადებით, ბომბდამშენებმა ფორდოს, ნატანცის და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს ისრაელთან ერთობლივი ძალისხმევით, რათა ირანის ბირთვული პროგრამა გაენადგურებინათ მას შემდეგ, რაც დიპლომატიურმა მცდელობებით ვერ შეძლეს თეირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.

„ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ შეტევის მიზანი ირანის ურანის გამდიდრების შესაძლებლობების განადგურება და ბირთვული საფრთხის ნეიტრალიზება იყო.

მსგავსი თემები