დიდი შვიდიანის ლიდერები ამაზონის ტყეში ხანძრების ლიკვიდაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფენ

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დიდი შვიდიანის ლიდერები ამაზონის ტყეში ხანძრების ლიკვიდაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფენ.

როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, გამოყოფილი თანხით იგეგმება სპეციალური ავიატექნიკის შესყიდვა, რაც ბრაზილიის მთავრობას ხანძრის ლიკვიდაციაში დაეხმარება. ასევე, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიმუშავებენ გრძელვადიან სტრატეგიას, რაც ამაზონის რეგიონში ხანძრების პრევენციას და ამაზონის ტყის აღდგენას ისახავს მიზნად.

ემანუელ მაკრონის თქმით, ამაზონის რეგიონი დედამიწის ფილტვებია, რომლის ბედიც ყველას უნდა ადარდებდეს.

მსგავსი თემები