“რეგიონულ ესკალაციას სარგებელი არავისთვის მოაქვს”- კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებით, რეგიონულ ესკალაციას სარგებელი არავისთვის მოაქვს და „სწორედ ამიტომ, საჭიროა, დისკუსიები გაგრძელდეს“.

აღნიშნულის შესახებ კალასმა ჟენევაში ირანსა და ევროპელ პარტნიორებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

კაია კალასის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ორივე მხარე შეთანხმდა, განაგრძონ დისკუსიები როგორც ბირთვულ, ასევე სხვა უფრო ფართო საკითხებზე.

 

მსგავსი თემები