ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის, ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელი ირანთან „გახანგრძლივებული კამპანიისთვის“ უნდა მოემზადოს, რათა „აღმოფხვრან ასეთი მასშტაბის საფრთხე“.
„კამპანიის დაწყებისას ირანი 2 500 ერთეული ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტას ფლობდა. წარმოების ასეთი ტემპით, ორ წელიწადში 8 000-მდე ერთეული რაკეტა ექნებოდათ“ – განაცხადა ეიალ ზამირმა.
ეიალ ზამირის თქმით, თავდაცვის ძალები გვერდიდან არ დააკვირდება საფრთხის განვითრებას, რადგან „ამ ოპერაციისთვის ისინი წლების განმავლობაში ემზადებოდნენ“.