ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისრაელი თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა, იქ საბჭოთა კავშირიდან წასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს. პუტინის თქმით, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ამ ფაქტორს ყოველთვის ითვალისწინებენ.
„მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ისრაელში თითქმის ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და რუსეთის ფედერაციიდან. ეს თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა დღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ყოველთვის ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.