ისრაელის ქალაქ ჰაიფაში დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის შედეგად, ისრაელის ქალაქ ჰაიფაში დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ერთ-ერთი 16 წლის მოზარდია.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ კარმიელში 51 წლის ქალი გულის შეტევით დაიღუპა თავშესაფარში, სადაც ქალაქზე თავდასხმის საშიშროების გამო, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ იმყოფებოდა.

 

მსგავსი თემები