გაერთიანებული სამეფო ირანში საელჩოს დროებით ხურავს და ქვეყნიდან პერსონალი გაჰყავს. გადაწყვეტილება ადგილზე არსებული ვითარების გამო მიიღეს.
„ჩვენ მივიღეთ სიფრთხილის ზომები, დროებით გავიყვანოთ გაერთიანებული სამეფოს პერსონალი ირანიდან. ჩვენი საელჩო მუშაობას დისტანციურად განაგრძობს“ – ნათქვამია განცხადებაში.