ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სირენებია ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაუშვა.
აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმში და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ირანული მედიის ცნობით, რაკეტები ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფაშიც დაეცა.