,,ჩვენ მეტის გაკეთება გვმართებს, საჭიროა ოპერაციის ტემპის დაჩქარება” – ისრაელის დაზვერვის გენერალ-მაიორი სამხედროებს

,,ისრაელს ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაჩქარება სურს”, – შესაბამისი მოწოდებით ისრაელის დაზვერვის გენერალ-მაიორმა სამხედროებს მიმართა.

მისი თქმით, საფრთხეს, რომელსაც ირანი წარმოადგენს, ისრაელი ვერ შეეგუება.

„ჩვენ მეტის გაკეთება გვმართებს. საჭიროა ოპერაციის ტემპის დაჩქარება, რადგანაც ეს საფრთხის ის ტიპია, რომელსაც ისრაელის სახელმწიფო ვერ შეეგუება, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს ოპერაცია“, – განაცხადა ისრაელის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა შლომ ბინდერმა.

მსგავსი თემები