,,ირანის მთავრობის დაშლას, მთელი ქვეყნის ჩამოშლა და რეგიონში დესტაბილიზაცია მოჰყვება, რომელიც არაერთ სხვა სახელმწიფოზე გავრცელდება”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანი ირანში მიმდინარე ომის გამო უფრო გლობალურ საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ომის შედეგად იზრდება ფასი ნავთობზე, რაც უნგრეთზე უარყოფითად აისახება.