„სოლიდარობა მზია ამაღლობელს და „ბათუმელებს“! მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმა”, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისა და „ბათუმელების“ დირექტორის ეთერ თურაძის შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც.