ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჯარს ირანის რეჟიმის სამიზნეებზე დარტყმების ინტენსივობის გაზრდა უბრძანა.
„ჩვენ რეჟიმის ყველა სიმბოლოსა და ზეწოლის მექანიზმებს, როგორებიცაა ბასიჯი და აგრეთვე რეჟიმის სიძლიერის საფუძველი – ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, უნდა დავარტყათ“, – თქვა კაცმა ისრაელის თავდაცვის არმიის გენშტაბის უფროსთან, ეიალ ზამირთან ერთად სამხედროებთან შეხვედრის დროს.
როგორც მან აღნიშნა, ისრაელმა თეირანის მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია უნდა გამოიწვიოს, რათა რეჟიმის დესტაბილიზაცია მოხდეს.
მისი აზრით, დარტყმები ბირთვულ ობიექტებსა და მეცნიერ-ფიზიკოსებზე არ უნდა შეწყდეს, სანამ ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული არ იქნება.