აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა, ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავებისა და ხომალდების გარკვეული რაოდენობა განათავსა

შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა, ახლო აღმოსავლეთში საკუთარი აქტივების დასაცავად, თვითმფრინავებისა და ხომალდების გარკვეული რაოდენობა განათავსა. ინფორმაციას CNN-ი თავდაცვის უწყებაში არსებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ განხორციელდა ყველა დაუცველი თვითმფრინავის ევაკუაცია კატარში მდებარე ბაზიდან.

წყაროს ცნობით, შტატების ცენტრალურმა სარდლობამ, რეგიონში სისხლის დამატებითი მარაგები მოიძია, რაც შეიარაღებულ ძალებზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, სტანდარტული პროტოკოლია.

მსგავსი თემები