ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი არ აწარმოებს მოლაპარაკებას არცერთ მხარესთან, ვიდრე ირანი ისრაელის თავდასხმის ქვეშ იმყოფება.
ირანელი დიპლომატი დღეს გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა შეხვდეს, სადაც დეესკალაციის საკითხი განიხილონ.
არაღჩი ასევე ირწმუნება, რომ აშშ-ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, თუმცა თეირანმა უარი თქვა ამ წინადადებაზე. ის ვაშინგტონს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევს.