,,ირანში რეჟიმის შეცვლა ჩვენი მიზანი არ არის” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მის მიზანს ირანში მოქმედი რეჟიმის შეცვლა არ წარმოადგენს.

„ჩვენი მთავარი მიზანი ბირთვული პროგრამის შეჩერება და მისგან მომდინარე საფრთხის აღმოფხვრაა. მეორე მიზანი კი ირანის ბალისტიკური შესაძლებლობების თავიდან აცილებაა. ოპერაციის მიმდინარეობისას გამოჩნდა, რომ რეჟიმი დესტაბილიზაციას განიცდის. რაც შეეხება მის შეცვლას, ეს, პირველ რიგში, ირანელი ხალხის საქმეა, და ამიტომაც ეს მიზანი ჩვენ არ დაგვისახავს, მაგრამ, შესაძლოა, ცვლილება ოპერაციის შედეგი გახდეს. ჩვენი მიზნების შესახებ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. მისი გადასაწყვეტია, ჩაერთვება თუა რა ამერიკა ოპერაციაში“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები