შვედეთის ქალაქ გეტებორგში ტრამვაი სწრაფი კვების დახლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული.
„ტრამვაიმ მკვეთრი სიჩქარით შეუხვია მარცხენა მხარეს და რელსებიდან გადავიდა. შემდეგ გაიარა ასფალტის ნაწილი და პიცერიას შეეჯახა“, – განაცხადეს პოლიციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, შეფერხდა სატრანსპორტო მუშაობა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია.
გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.