ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, რომ დაარეგისტრირონ ძაღლი მობილურ ვეტკლინიკაში და მიიღონ უფასო სტერილიზაცია/კასტრაციის მომსახურება.
მობილური ვეტკლინიკის შემდეგი ლოკაციაა – დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, მე-8 კორპუსთან მდებარე სკვერი. ამ მისამართზე აღნიშნული სერვისის მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ – შაბათს, 21 ივნისს, 12:00-დან 17:00 საათამდე.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული აქციის ფარგლებში მიიღონ შემდეგი სერვისები:
ძაღლის რეგისტრაცია + უფასო სტერილიზაცია
ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია
ცხოველების კომპლექსური ვაქცინაცია
ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია
მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია, წინასწარ დარეკოთ მითითებულ ნომერზე – 550 054 144 და ჩაეწეროთ.
აუცილებელია, მოქალაქეებმა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, შერეული ჯიშის (მეტისი) ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სტერილიზაცია/კასტრაცია.