„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა გირაო გადაიხადეს

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, სასამართლოს მიერ  შეფარდებული  გირაოს თანხა,  თითოეულმა 700 000 ლარი გადაიხადა. როგორც ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, თანხა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ვადებში დაიფარა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 700-700 000-ლარიანი გირაო თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკისრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები