,,სასურველია, რომ უკრაინაში ომი ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს” – ზელენსკი

,,სასურველია, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა. რაკეტამ ყველა სართული გაიარა და სარდაფშიც ჩააღწია. ამ დარტყმას არანაირი სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა, მან რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფერი შესძინა. ეს არის განზრახ ჩადენილი ტერორი, იგივე, რასაც პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის არმია ყველგან აკეთებდა: ჩეჩნეთიდან სირიამდე“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ გლობალური სოლიდარობის ამჟამინდელი დონე და რუსეთზე გლობალური ზეწოლა საკმარისი არ არის და სანქციები „მნიშვნელოვნად“ უნდა გამკაცრდეს.

მსგავსი თემები