საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული რ.ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

,,საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რ.ა. თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ოც შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ რ.ა. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები