„ჯერ მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი ქვეითს“ – თვითმხილველები თბილისში მომხდარ ავარიაზე

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთი ქვეითს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

„დღეს მოხდა კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალა ჰესს და ისნის მეტროს ასასვლელს შორის. ავტომობილმა გადაკვეთა უწყვეტი ზოლი და ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც დაეჯახა ქვეითს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები