,,დროა, თავიდან ავიცილოთ რეგიონული ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში” – დევიდ ლემი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის კრიზისის დასასრულებლად შესაძლებლობის ორკვირიანი ფანჯარა არსებობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხუთშაბათს ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან ერთად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღრმავების თავიდან აცილების გზები განიხილა.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი დღეს გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს ჟენევაში შეხვდება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებსა და ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს“ განიხილავენ.

მსგავსი თემები