უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 4 მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
20 ივნისს ბუდაპეშტში შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ჩინეთის გუნდს შეხვდება, წარმატების მიღწევის შემთხვევაში კი მასპინძელ უნგრეთსა და იტალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.