“მოლაპარაკებებისთვის გვიანი არასდროს არის, თუმცა ირანმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს”- გერმანიის საგარეო მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის გვიანი არასდროს არის, თუმცა ირანმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს.

„ჩვენ პრობლემის გადაჭრის გზის მოსაძებნად მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუმცა, ირანმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა გვიანი არასდროს არის, თუ გულწრფელი განზრახვა არსებობს“ – განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

მისი თქმით, ისრაელის შიში იმის შესახებ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს შეიმუშავებდა, სრულიად გამართლებული იყო და მას თავდაცვის უფლება ჰქონდა.

„ისრაელის გადაწყვეტილება, ამ საფრთხის წინააღმდეგ რამე მოიმოქმედოს, გასაგებია“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები