საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთი უკვე ევროკავშირის პირდაპირი საფრთხეა. კალასის თქმით, ევროკავშირი თუ არ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ევროკავშირში ყველამ უნდა დაიწყოს რუსულის სწავლა.
„გასულ წელს რუსეთმა თავდაცვაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთელმა ევროკავშირმა. წელს რუსეთი თავდაცვაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე ერთად აღებულზე. ეს გრძელვადიანი აგრესიის გრძელვადიანი გეგმაა“, – განაცხადა კალასმა.