მზია ამაღლობელი 1 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას სახდელის ზომად კი, ჯარიმა, 1 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრეს. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში მყოფის მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

პროცესს მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მიმდინარე წლის 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.

 

მსგავსი თემები