აიათოლა ალი ხამენეი „უპირობო დანებების“ შესახებ განცხადებას პასუხობს და აშშ-ს აფრთხილებს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, ირანი არ დანებდება.

„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი არ ნებდება და მათი მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“- აღნიშნა ხამენეიმ.

იათოლა ალი ხამენეის თქმით, ვინც ბრძენია და ირანს, მის ხალხსა და ისტორიას კარგად იცნობს, ამ ერს მუქარის ენით არასდროს ელაპარაკება.

ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში ირანს უპირობო დანებებისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები