ევროპარლამენტარებმა მზია ამაღლობელსა და სხვა დაკავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების, ასევე დაკავებული პოლიტიკოსების მხარდასაჭერად პერფორმანსი მოაწყვეს. ევროპარლამნტში შეკრებილ დეპუტატებს ხელში უჭირავთ ბანერები, სადაც პატიმრების ფოტოებია დატანილი. კერძოდ, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს: „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, მათე დევიძეს, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას.

პერფორმანსის ამსახველ ფოტოებს „ევროსკოპი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება.

მსგავსი თემები