ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის თითქმის 800 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო 1000-ზე მეტი ევაკუაციის პროცესშია.
„ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანში ჩინეთის საელჩოების, საკონსულოების ორგანიზებითა და კოორდინაციით, ასევე მეზობელი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით, ირანიდან უსაფრთხო ზონაში ჩინეთის 791 მოქალაქე გადაიყვანეს, ხოლო ათასზე მეტი ამჟამად ევაკუაციის პროცესშია“, – განაცხადა პრესსპიკერმა გუო ჯიაკუნმა.
პრესსპიკერის ინფორმაციით, მეზობელი ქვეყნები – აზერბაიჯანი და თურქმენეთი ჩინეთის მოქალაქეებს სასაზღვრო გადასასვლელებზე და ჩინეთში დაბრუნებაში ეხმარებიან.
რაც შეეხება დაღუპულების შესახებ ინფორმაციას, საგარეო უწყების განმარტებით, სამინისტროს არ მიუღია ცნობა ჩინეთის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ.
ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო თავდასხმები გრძელდება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის როგორც ისრაელის, ისე ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს ესაუბრა და პოზიციაც დააფიქსირა. ჩინეთი კატეგორიულად გმობს ისრაელის მიერ ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას
„ჩინეთი მზადაა, შეინარჩუნოს კომუნიკაცია ირანთან და სხვა შესაბამის მხარეებთან, რათა გააგრძელოს კონსტრუქციული როლი სიტუაციის დეესკალაციაში“, – აღნიშნა ვანგ იმ.