“თუ აშშ ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში ჩაერთვება, მათ მტკიცე პასუხს გავცემთ”- ირანის ელჩი

გაერო-ში ირანის ელჩმა, ალი ბაჰრეინიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში პირდაპირ ჩაერთვება, მაშინ მათ მტკიცე პასუხს გასცემენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ირანის სამხედროები ძლიერ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ. ჩვენ აშშ-ს ჩართულობის დონეს ყურადღებით ვაკვირდებით. შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, თუ ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა ალი ბაჰრეინიმ.

გაერო-ში ირანის ელჩმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლითაც მან ირანს „უპირობო დანებებისკენ“ მოუწოდა, „უადგილო“ უწოდა.

„ეს განცხადება სრულიად უადგილო და მტრულად განწყობილი იყო. ჩვენ ამის იგნორირება არ შეგვიძლია. ტრამპის განცხადებებს ყურადღებით ვაკვირდებით“, – აღნიშნა ელჩმა.

 

მსგავსი თემები