“არ ვაღიარებთ აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს” – ფინეთის საგარეო უწყება

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. 

უწყების ცნობით, ფინეთი სრულ მხარდაწერას უცხადებს საქართველოს და არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ “არჩევნებს”.

„ფინეთი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ „არჩევნებს“, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს“, – აღნიშნულია ფინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებული კანდიდატის გარეშე დასრულდა. „პრეზიდენტობის“ კანდიდატებმა გაპრეზიდენტებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართება. შესაბამისად, ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოლეგ არშბა დაუპირისპირდებიან.

მსგავსი თემები