პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათებს დღეს და ხვალ, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ.
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ამანათების მიღების პროცესს ისინი შეუფერხებლად უზრუნველყოფენ.
„კანონით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულებები ამანათებს 26 და 27 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია.