ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვის ხაჯიმბა და შამბა იბრძოლებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებული კანდიდატის გარეშე დასრულდა.  „პრეზიდენტობის“ კანდიდატებმა გაპრეზიდენტებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“ აცხადებენ, 154 საარჩევნო უბნიდან, 150 უბანზე ხმები უკვე დათვლილია.  მიღებული მონაცემებით,  რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, „კანდიდატმა“ ალხას კვიციანმა – 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%.

შესაბამისად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოლეგ არშბა დაუპირისპირდებიან.

მსგავსი თემები