ლაინერს, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა ძრავას ხუფი მოსძვრა

ლაინერს Superjet-100-ს, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა აფრენისას მარჯვენა ძრავას ხუფი მოსძვრა.  რუსული მედიის ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

იუწყებიან, რომ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც “ლურჯი” კოდი გამოცხადდა – საავიაციო შემთხვევა ჰაერში, რასაც ავარიული დაშვება მოჰყვა.

„თვითმფრინავი, რომელმაც საწვავი მოსაცდელ ზონაში ამოწურა, განგაშის ამოქმედებიდან ერთი საათის შემდეგ უსაფრთხოდ დაეშვა და დამოუკიდებლად გაემართა ავტოსადგომზე. ძრავას ხუფის ფრაგმენტებს ასაფრენ ბილიკზე მიაგნეს “- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები