ირანში სკოლები დახურეს. ირანის განათლების სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურულია განსაკუთრებულ განკარგულებამდე. ასევე, გადაიდო ყველა დაგეგმილი გამოცდა. გამოცდების ახალი თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.
გამოცდები გაუქმდა ისრაელშიც, ხოლო ყველა სასწავლო დაწესებულბა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.