ირანული მხარის მიერ გაშვებული რაკეტების დარტყმისგან თელ ავივში აშშ-ის საელჩოს ოფისს „მცირე ზიანი“ მიადგა. ინფორმაციას ისრაელში აშშ-ის ელჩი, მაიკ ჰაკაბი ავრცელებს.
მისი თქმით, შენობას გარკვეული ზიანი მიადგა ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც ჰაკაბი აცხადებს, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან.
როგორც მაიკ ჰაკაბმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩო ისრაელში 16 ივნისს დახურული იქნება, რადგან „თავშესაფარში დარჩენის“ ბრძანება ჯერ კიდევ ძალაშია.