რუსეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ელჩმა, ანატოლი ვიქტოროვმა ტელეარხ „რუსეთ-24“-ის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე „სულაც არ არის ეფემერული“. მან მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ ჩაიმსხვრა მინები რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა ბინებში ირანის ერთ-ერთი თავდასხმის დროს.
ვიქტოროვის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად დატოვონ ისრაელი ეგვიპტის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, შემდეგ კი გაფრინდნენ რუსეთში შარმ-ელ-შეიხიდან ან კაიროდან.
ელჩის ცნობით, რუსეთის მოქალაქეთა ევაკუაცია ისრაელიდან ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნება.