„მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა უზრუნველვყოთ რეალური ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსვათ და ეს ომი დავასრულოთ, სანქციები ამ მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გასულ კვირას ჩვენ წარვადგინეთ წინადადება სანქციების მე-18 პაკეტის შესახებ. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს „დიდი შვიდეულიდან“, შემოგვიერთდნენ ამ მცდელობაში“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა, კანადაში, ,,დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა საუკეთესო ვარიანტია გრძელვადიან პერსპექტივაში.
შეგახსენებთ, კანადა ალბერტას შტატის ქალაქ კანანასკისში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მასპინძლობს. სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემები ისრაელ-ირანის კონფლიქტის ესკალაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა საკითხებია. სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.