,,რუსეთს არ შეუძლია იყოს შუამავალი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში” – მაკრონი

,,რუსეთს არ შეუძლია, იყოს შუამავალი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გრენლანდიაში ვიზიტისას.

„არ მჯერა, რომ რუსეთს, რომელიც ახლა ჩართულია მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში და რამდენიმე წელია, იღებს გადაწყვეტილებას, არ დაიცვას გაერო-ს წესდება, შეუძლია, იყოს შუამავალი“, – განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააჟღერა იდეა, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, იყოს ისრაელისა და ირანის კონფლიქტში შუამავალი.

მსგავსი თემები