შენი ცხოველი შენი პასუხისმგებლობაა!
მათ აქვთ უფლებები!
პროგრამა ,,კარდაკარ” შინაური ცხოველების კეთილდღეობისთვის გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობებს ამოწმებენ.
შინაური ცხოველის პატრონი ვალდებულია:
იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე!
უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება!
ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება!
ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა!
სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა;
უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია!
უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა (სტერილიზაცია-კასტრაცია).
დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება.
აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა!
ცხოველების მეპატრონეების ვალდებულებების შესახებ იხილეთ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N7-28 chrome extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/http://ama.gov.ge/…/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1…