“ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოს ეკლესიაში” – მეუფე შიო

  •  
  •  
  •  
  •  
  •  

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოს ეკლესიაში.

როგორც მეუფემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, საქართველოს პატრიარქი მღვდელმთავრად სწორედ 25 აგვისტოს აკურთხეს. მან პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცა.

“დღევანდელ კვირას დაემთხვა ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევის თარიღი და მინდა მივულოცო მას. მადლობა მინდა ვუთხრა მთელი მისი ღვაწლისთვის. მისი მღვდელმთავრად კურთხევით დაიწყო დიდი აღორძინება საქართველოში, საქართველოს ეკლესიაში”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მსგავსი თემები