“„ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში თანდათან უკან დახევას აიძულებენ ოკუპანტს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დანაყოფები რუსეთის ძალებს სუმის ოლქში თანდათან უკან დახევას აიძულებენ.

„ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში თანდათან უკან დახევას აიძულებენ ოკუპანტს. მადლობა თქვენ! მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს, სერჟანტსა და ოფიცერს ამ შედეგისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა უახლოეს კვირებში საერთაშორისო შეხვედრები დაანონსა.

მსგავსი თემები