უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის წინადადების წინააღმდეგ გამოვლენ

უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის წინადადების წინააღმდეგ გამოვლენ. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტოს თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ლუქსემბურგში „დიდი ბრძოლა“ გაიმართება.

„დიდი ბრძოლა იქნება ლუქსემბურგში ორშაბათს, ფონ დერ ლაიენ-ზელენსკის წინადადება, რომელსაც სურს, გვაიძულოს, რუსეთისგან არ ვიყიდოთ ბუნებრივი აირი, ნავთობი და ბირთვული საწვავი, ენერგეტიკის მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში იქნება“, – წერს სიიარტო.

მსგავსი თემები