აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს. პოლიციამ დემონსტრანტებისთვის ხელის შეშლა სცადა, თუმცა, მომიტინგეებმა კარვის გაშლა მაინც მოახერხეს.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის საქალაქო სასამართლოდან მას შემდეგ გადმოინაცვლეს, რაც 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.