“ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ ასევე უკრაინითაც” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.
ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევა შეიძლებოდა.
“ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, ასევე, უკრაინითაც, ვინაიდან, ვფიქრობ, შეთანხმებების მიღწევა შეიძლებოდა. ყოველ კვირა 5-6 000 ადამიანს ვკარგავთ, ძირითადად ჯარისკაცებს, მაგრამ ქალაქებში მცხოვრებ ხალხსაც, ვინაიდან, მათ კვლავ რაკეტები ხვდებათ. როგორია, შენობაში ცხოვრება, როცა საღამოს რაკეტას აქვს შენობაში მოხვედრის დიდი შანსი. ეს საშინელებაა, საშინელება უნდა იყოს ასე ცხოვრება. გვესმის, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს მიღწეული არ არის”, – განაცხადა ტრამპმა.